ეგზიტპოლების მიხედვით ნეთანიაჰუს პარტია ლიდერობს

ეგზიტპოლების მიხედვით ნეთანიაჰუს პარტია ლიდერობს

1607542
ეგზიტპოლების მიხედვით ნეთანიაჰუს პარტია ლიდერობს

ისრაელში ჩატარებულ არჩევნებში ეგზიტპოლების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ 31 მანდატი მოიპოვა.

ისრაელის მედიის ცნობით, ქვეყენაში ბოლო ორ წელიწადში მეოთხედ ჩატარებულ ვადამდელ არჩევნებში მემარჯვენე ბლოკმა 53 მანდატი მიიღო.

ნაფტალი ბენნეტტის ლიდერობით პარტია „იამინა“-მ პარლამენტში 8 დეპუტატის შეყვანის უფლება მოიპოვა.

ამგვარად, ნეთანიაჰუს 120 სავარძლიან პარლამენტში 61 მანდატის მისაღებად და მთავრობის შესაქმნელად „იამინა“-ს მხარდაჭერა სჭირდება.

ნეთანიაჰუს მეტოქე იაირ ლაპიდის პარტია „იეშ ატიდ“-მა 16 მანდატი მოაგროვა.


საკვანძო სიტყვები: #არჩევნები , #ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები