პაშინიანმა განაცხადა, რომ არტაკ დავთიანი გენშტაბის მეთაურად დანიშნულად ითვლება

პაშინიანმა განაცხადა, რომ არტაკ დავთიანი გენშტაბის მეთაურად დანიშნულად ითვლება

1606056
პაშინიანმა განაცხადა, რომ არტაკ დავთიანი გენშტაბის მეთაურად დანიშნულად ითვლება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ რამდენიმე ხნის წინ გაერთიანებული შტაბის მეთაურის პოსტზე შეთავაზებული არტაკ დავთიანი ამ თანამდებობაზე დანიშნულად ითვლება.

პაშინიანმა სოციალური ქსელის მეშვეობით, სომხეთის არმიის მუქარის შემცველი განცხადების გაკეთების შემდეგ თანამდებობიდან გადაყენებული გენშტაბის მეთაურის, ონიკ გასპარიანის ადგილზე დავთიანის დანიშვნის შესახებ განცხადება გააკეთა.

განცხადებაში, რომელიც გასპარიანის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ მომხდარი მოვლენების ქრონოლოგიასაც მოიცავს, ნათქვამია: „არტაკ დავთიანი, კანონის შესაბამისად სომხეთის გაერთიანებული შტაბის მეთაურად დანიშნულად ითვლება.“

პაშინიანის თქმით, 10 მარტს დავთიანის გაერთიანებული შტაბის მეთაურად დანიშვნის რეკომენდაცია პრეზიდენტ არმენ სარქისიანს გაუგზავნა, მეორე დღეს სარქისიანისგან აღნიშნული გადაწყვეტილება უკან მოვიდა, თუმცა გამოგზავნილი ტექსტი მან არ ჩაიბარა.  

პაშინიანის განცხადებით, იმის გამო, რომ პრეზიდენტმა სარქისიანმა დავთიანის დანიშვნის გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწერა, კანონის შესაბამისად გარკვეული დროის შემდეგ გადაწყვეტილება მიღებულად და 22 მარტიდან დავთიანი გაერთიანებული შტაბის მეთაურად დანიშნულად ითვლება.

არტაკ დავთიანი სომხეთის გაერთიანებული შტაბის მეთაურის მოვალეობას 2018-2020 წლებში ასრულებდა.



მსგავსი ინფორმაციები