აფეთქება “მშვიდობის წყაროს“ რეგიონში

ოთხი დაღუპულიდან 2 ბავშვია

1605934
აფეთქება “მშვიდობის წყაროს“ რეგიონში

სირიის ჩრდილოეთში, თურქული არმიის მიერ ჩატარებული “მშვიდობის წყაროს“ ოპერაციით, სეპარატისტული ტერორგანიზაცია YPG/PKK–სგან განთავისუფლებულ ქალაქ რასულაინში წუხელ, ადგილობრივი დროით 01:00 საათზე, ერთ კერძო სახლში მომხდარი და ჯერ კიდევ დაუდგენელი აფეთქების შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რომლებთაგანაც ორი ბავშვია, ხოლო 9 კაცი კი დაიჭრა და ისინი სასწრაფოებით გადაიყვანეს ახლო მდებარე საავადმყოფოებში. თვითმხილველების განცხადებით, აფეთქებულმა სახლმა დიდი და სერიოზული მატერიალური ზიანი მიიღო. უსაფრთხოების ძალებმა აფეთქების მიზეზების დადგენის მიზნით გამოძიება დაიწყეს



მსგავსი ინფორმაციები