ენტონი ბლინკენი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის და  თურქეთის შესახებ განცხადებას აკეთებს

ენტონი ბლინკენი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის და  თურქეთის შესახებ განცხადებას აკეთებს

1599018
ენტონი ბლინკენი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის და  თურქეთის შესახებ განცხადებას აკეთებს

ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, განაცხადა, რომ თურქეთის მხრიდან, აღმოსავლეთ  ხმელთაშუაზღვისპირეთში არსებული პრობლემის მოგვარების საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირთან დაწყებულ მოლაპარაკებებს და გადადგმულ ნაბიჯებს მხარს უჭერენ.

ენტონი ბლინკენმა, წარმომადგენლთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონში შექმნილი ვითარების შესახებ შეკითხვებს უპასუხა. მისი თმით, ბოლო დროს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში დადებითი ნაბიჯები იდგმება.

„თურქეთის უფრო კონსტრუქციულ ნაბიჯებს დგამს. ევროკავშირსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან დაწყებული კომუნიკაციები უნდა გაგრძელდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯების მიმართ მხარდაჭერას გავაგრძელებთ. აშშ, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ყველა მხარის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხს დიდი სიფრთხილით ეკიდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეგიონში არსებული მდგომარეობა არა სამხედრო და პროვოკაციული არამედ, მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს,“ განაცხადა ენტონი ბლინკენმა  წარმომადგენლთა პალატაში სიტყვით გამოსვლის დროს.



მსგავსი ინფორმაციები