ერაყში ვიზიტად მყოფი რომის პაპი აილანის მამას შეხვდა

პაპმა გაიზიარა ტრაგიკულად დაღუპული ბავშვის მამის ტკივილი

1596961
ერაყში ვიზიტად მყოფი რომის პაპი აილანის მამას შეხვდა

კათოლიკეების სულიერი ლიდერი, რომის პაპი ფრანცისკე, ერაყში კონტაქტების დროს შეხვდა თურქეთის ქალაქ ბოდრუმის წყლებში 2015 წელს დამხრჩვალი და სანაპიროზე გამორიყული 3 წლის აილანის მამას აბდულა ქურდს და მას მიუსამძიმრა ლტოლვილი ბავშვების სიმბოლოდ გადაქცეული აილანის ტრაგიკულად დაღუპვა და გაიზიარა მისი ტკივილი. აბდულა ქურდიმ პაპს მადლობა გადაუხადა დაინტერესებისთვის და სამახსოვროდ გადასცა აილანის ფოტო. როგორ ცნობილია 2015 წლის 2 სექტემბერს ქალაქ ბოდრუმის ღია წყლებში ჩაიძირა რეზინის ნავი, რომლითაც საბერძნეთში გადასვლას აპირებდნენ და რასაც შეეწირნენ აბდულა ქურდის მეუღლე, 3 წლის აილანი და კიდევ მისი ძმა. აილანის უსიცოცხლო სხეული სანაპიროზე გამოირიყა და ამ სურათმა კიდევ ერთხელ გამოავლინა რა სირიის ომის საშინელი სახე, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ლტოლვილთა პრობლემაზე გადაიტანა



მსგავსი ინფორმაციები