აფეთქება სირიაში: დაღუპულია 18 ადამიანი

სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის კონტროლის ქვეშ მყოფ ჰამას პროვინციის აღმოსავლეთით ნაღმის აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

1597269
აფეთქება სირიაში: დაღუპულია 18 ადამიანი

სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის კონტროლის ქვეშ მყოფ ჰამას პროვინციის აღმოსავლეთით ნაღმის აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაიჭრა.

რეჟიმის საინფორმაციო სააგენტო „სანა“-ს ცნობით, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, პროვინცია ჰამას აღმოსავლეთით მდებარე სელემიეს რაიონში ორი ნაღმი აფეთქდა.

ინფორმაციის თანახმად, აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაიჭრა.

რეგიონი, სადაც აფეთქება მოხდა, ასადის რეჟიმის არმიისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი უცხოელი ტერორისტების კონტროლის ქვეშაა.


საკვანძო სიტყვები: #ბაშარ ასადი , #აფეთქება , #ნაღმი , #სირია

მსგავსი ინფორმაციები