საქართველოში პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

საქართველოში პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

1593570
საქართველოში პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

საქართველოში შეხლა-შემოხლა მოხდა პოლიციასა და აქტივისტებს შორის, რომლებიც აპროტესტებდნენ მთავარი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას, დაპატიმრებას.

თბილისში, ქუჩაში გამოსული მომიტინგეები გასულ კვირას დაკავებული და შემდეგ დააპატიმრებული მელიას განთავისუფლებას მოითხოვენ.

პარლამენტის შენობის გარშემო შეკრებილი აქტივისტები შენობის პიკეტირებას ცდილობდნენ, რა დროსაც მათსა და პოლიციას სორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

ზოგიერთი დემონსტრანტი, რომელიც პოლიციის მოწოდების მიუხედავად ცდილობდა გზის გადაკეტვას, დააკავეს.

ქვეყანაში ოპოზიცია აცხადებს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები გამჭვირვალე არ იყო, მოითხოვს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, ქუჩაში საპროტესტო აქციების აგრძელებენ და უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე.

მთავრობა ოპოზიციას პარლამენტში იწვევს და აღნიშნავს, რომ არჩევნები გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარდა.

გასული კვირის განმავლობაში ოპოზიციონერი მელიას დაკავებამ და შემდეგ დაპატიმრებამ ქვეყანაში ახალი საპროტესტო გამოსვლები და თბილისში პარლამენტის შენობასთან კარვების გაშლა გამოიწვია.

ოპოზიცია ასევე მოითხოს მელიას განთავისუფლებას.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, რომელმაც საქართველოში ოფიციალური შეხვედრები გამართა, მთავრობასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური კრიზისის მოგვარების მიზნით გუშინ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან შეახვედრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ქვეყნის სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები მიშელის მიწვევით დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.


საკვანძო სიტყვები: #აქცია , #საქართველო

მსგავსი ინფორმაციები