ირაკლი ღარიბაშვილი: „ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება“

ირაკლი ღარიბაშვილი: „ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება“

1593675
ირაკლი ღარიბაშვილი: „ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება. ღარიბაშვილმა ამის შესახებ, გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს განაცხადა. „ჩვენი პარტია ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის, ხალხის ინტერესების და არა რომელიმე კონკრეტული პარტიების პირადი თხოვნების, თუ ინტერესების შესაბამისად. ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებზე არის უცვლელი, ეს არის წითელი ხაზი, საკითხი, რომელიც არ განიხილება,“ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილმა, ოპოზიციური პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე, ნიკა მელიას დაკავების საკითხსაც შეეხო და განაცხადა: „ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსირე და ახლა მინდა, საჯაროდ დავაფიქსირო. საკითხი შეეხებოდა მელიას გამოშვებას. ჩემი პოზიცია იყო, რომ ჩვენ არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში. ნიკა მელიას, მის ოჯახს ან პარტიის წევრებს აქვთ სრული უფლება, რომ ნებისმიერ დროს მოთხოვნილი გირაო, თუ მათ ინტერესებში შედის მისი  ციხიდან გამოყვანა, ვიდრე საბოლოო განაჩენი დადგება საქმეზე.

მან, მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით  დაწყებული აქციები და პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ დემონსტრანტების ქცევა უკანონოა.

ცნობისათვის, დღეს დილით პარლამენტის შენობის წინ პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა.

ზოგიერთი დემონსტრანტი, რომლებიც პოლიციის მოწოდებას არ დაემორჩილა და ცდილობდნენ გზის გადაკეტვას, დააკავეს.



მსგავსი ინფორმაციები