ერთი ადამიანი დაიღუპა ერაყის ქალაქ ერბილში აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად

ერთი ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა ერაყის ქალაქ ერბილში აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად

1584372
ერთი ადამიანი დაიღუპა ერაყის ქალაქ ერბილში აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად

ერთი ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა ერაყის ქალაქ ერბილში აეროპორტზე, სადაც ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაც მდებარეობს, სარაკეტო თავდასხმის შედეგად.

აშშ-ს მეთაურობით ტერორისტული ორგანიზაცია „დაეშ“-ის წინააღმდეგ შექმნილმა კოალიციურმა ძალებმა განაცხადეს, რომ ერბილის აეროპორტზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 სამოქალაქო პირი მშენებელი კონტრაქტორი, 5 პერსონალი და 1 ამერიკელი ჯარისკაცი კი დაიჭრა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერაყის პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ალ-კაზიმიმ ერბილის აეროპორტზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიებისა დაწყების მითითება გასცა.

ერაყის ქურთული რეგიონალური მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, მესრურ ბარზანიმ, ქალაქ ერბილზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა „ტერორისტულ აქტად“ შეაფასა და მკაცრად დაგმო.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თავდასხმის შემდეგ ერაყის ქურთული რეგიონალური ხელისუფლების პრემიერ-მინისტრს, მესრურ ბარზანის ესაუბრა და ამერიკის მხარდაჭერა გამოუცხადა.

ამავდროულად, ერაყის ქურთული რეგიონალური ხელისუფლების უსაფრთხოების სააგენტოს ანტიტერორისტულმა ძალებმა ერბილში მომხდარ სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გააკეთა და მასში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების ძალებმა იპოვეს მანქანა, რომლიდანაც ერბილის მიმართულებით რაკეტები ისროლეს და გამოძიების დასრულების შემდეგ მეტი ინფორმაცია გავრცელდება.

აშშ-ს უსაფრთხოების წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად კი, ერბილის აეროპორტზე თავდასხმის დროს 14 რაკეტა გამოიყენეს.

ამ რაკეტებიდან 10 იმ კამპუსის გარეთ დაეცა, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები ცხოვრობენ, 4 რაკეტა კი კამპუსში შიგნით ჩამოვარდა.



მსგავსი ინფორმაციები