აქტუალური თემის ანალიზი 57

პკკ-ას სეპარატისტები სინჯარის რეგიონიდან გადიან

1573032
აქტუალური თემის ანალიზი 57

 

ერაყის ჩრდილოეთში შემავალი სინჯარის დასახლება და მისი მიმდებარე რეგიონი, რომელიც მდებარეობს თურქეთისა და სირიის საზღვრის გასწვრივ და მეტად მნიშნელოვან სტრატეგიულ წერტილს წარმოადგენს, ამ  ბოლო დღეებში კვლავ გადაიქცა რეგიონის დღის წესრიგის მთავარ თემად. ამ საკითხზე გთავაზობთ SETA/სეტას ანალიტიკური კვლევითი ცენტრის საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს:

 

რამდენიმე წლის წინ, დაეშის წინააღმდეგ ბრძოლის ნიღბით,  PKK- ას ტერ-ორგანიზაციამ ჩრდილოეთ ერაყში მდებარე სინჯარის რეგიონი დაიპყრო და იგი გამოიყენა ერაყ-სირიის ხაზის მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრად. ამ ტერორისტული ორგანიზაციის ხსენებულ რეგიონში ყოფნა, თურქეთის მხრივ განიხილება როგორც მნიშვნელოვანი სერიოზული ეროვნული საფრთხე. რადგან, სწორედ აქედან ესხმიან თავს თურქეთს აქ განლაგებული პკკ-ას მებრძოლები. ამ ბოლო პერიოდში პკკ-ას სერიოზული პრობლემები გაუჩნდა რეგიონის მთავარ ძალასთან, ჩრდილოეთ ერაყის ქურთული რეგიონის უსაფრთხოების ძალებთან-ფეშმერგებთან და აშკარად შეიმჩნევა რეგიონიდან ქურთი ტერორისტების ლიკვიდაციისათვის მიმართული ოპერაციების სიხშირეც და კატეგორიულობაც.

ჩრდილოეთ ერაყში მდებარე სინჯარის რეგიონს, რომელიც ერთდროულად ესაზღვრება თურქეთსაც და სირიასაც და რომელსაც აქედან გამომდინარე მეტად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, დიდი ხნის განმავლობაში ბაღდადსა (ერაყის ცენტრალური ხელისუფლება) და ერბილს (ჩრდილოეთ ერაყის ქურთული ავტონომიური რეგიონი) შორის განხეთქილების ვაშლს წარმოადგენდა რა, ორივე მხარე აცხადებდა მასზე უცილობელ პრეტენზიას. როგორც ცნობილია ეს რეგიონი 2014 წელს რადიკალურმა დაეშმა დაიპყრო და აქ კომპაქტურად მცხოვრები იეზიდების მასიური განადგურება დაიწყო, რამაც მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობის აღშფოთება გამოიწვია და რეგიონისადმი  ინტერესიც მეტად გაიზარდა. დაეშის დამარცხებაც, რეგიონში წარმოქმნილი სახელისუფლებო ვაკუუმიც და მისგან წარმოქმნილი  ქაოსიც კარგად გამოიყენა PKK-ამ და თავის კონტროლ ქვეშ მოიქცია სინჯარი, რამაც ახლა ანკარის აღშფოთება გამოიწვია და ეს რეგიონიც შეიყვანა საზღვარგარეთული ანტიტერორისტული ოპერაციების სიაში. PKK-ამ ისარგებლა თურქეთ-ერაყ-სირიის საზღვარზე მდებარე ამ რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობით და თავის მთავარ ლოგისტიკურ ცენტრად გადაქცია რა, ამის პარალელურად აქ მცხოვრები იეზიდები, მუქარისა და ზეწოლის პოლიტიკით, თავისი ავი ზრახვების განსახორციელებელ ინსტრუმენტად გამოიყენა. ამ მიზნით პკკ-ამ რეგიონში კანტონის ადმინისტრაციის შექმნის მცდელობაც დაიწყო და თავისი დომინირების გაზრდა-გაფართოების გათვალისწინებით, იეზიდების მხრდიდან შექმნილი შეიარაღებული დაჯგუფება YBŞ-ს ძალებიც გამოიყენა. თუმცა, ამ დროს მათ ბრძოლა მოუწიათ ჩრდილოეთ ერაყის ქურთული რეგიონის უსაფრთხოების ძალებთან ე.ი. ფეშმერგებთან, რადგან სწორედ მათ ევალებათ ავტონომიურ რეგიონში უსაფრთხოების აღდგენა-დაცვა. ამას დაემატა თურქული ავიაციის გახშირებული თავდასხმები პკკ-ას სამიზნეებზე და შედეგად, სეპარატისტების პოზიციებმა სინჯარში დასუსტება დაიწყეს. პკკ-ას დიდი დარტყმები მიაყენა ასევე თურქეთის სადაზვერვო სააგენტოს, MIT–ის ოპერაციებმაც, რომლის დროსაც გაუვნებელყოფილ იქნა პკკ-ას მრავალი მაღალჩინოსანი და საველე მეთაური, მათ შორის წითელი ცირკულარით ძებნილებიც

ანკარისა და ერბილის ქმედებებმა წაახალისეს იეზიდები და მათაც დაიწყეს PKK-ს წინააღმდეგ ოპერაციები და შევიწროება რა, სეპარატისტებს ამ რეგიონიდან უპირობოდ გასვლა მოსთხოვეს. საბოლოო ჯამში, ანკარის დიდი ზეწოლით, ბაღდადმა და ერბილმა საერთო შეთანხმებას მიაღწიეს და კონსენსუსს მიაღწიეს რეგიონიდან პკკ-ას და შიიტური ჰაშდი შააბის განდევნის თაობაზე.

ერაყის ცენტრალური არმიის რეგიონში შესვლის კვალდაკვალ, PKK–ს ძალები გავიდნენ სინჯარის ზოგიერთი რეგიონიდან, თუმცა, ორგანიზაცია კვლავ აგრძელებს ეფექტურობას სინჯარის მიუვალ ადგილებში. ანკარა, ერაყის არმიისაგან დაჟინებით მოითხოვს მთლიანად სინჯარის რეგიონის კონტროლზე აყვანას და ხაზს უსვამს, რომ იგი ამ საკითხში ღიაა ნებისმიერი სახის დახმარებისთვის. ასე რომ, თუ ერბილის და ბაღდადის მხრიდან მოკლევადიან პერიოდში არ მიიღება სასურველი ნაბიჯები და პკკ-ა მთლიანად არ გავა სინჯარიდან, მაშინ, ანკარამ შესაძლებელია ცალმხრივი ოპერაციები განაახლოს სეპარატისტების რეგიონიდან სრულ განდევნამდე

საბოლოო ჯამში, თურქეთის თვალსაზრისით, პკკ-ას მხრიდან სინჯარის დატოვება ნიშნავს, ამ ორგანიზაციის მიერ ერაყ–სირიის სტრატეგიული მნიშვნელობის საზღვრიდან მოწყვეტას და იზოლირებას. სწორედ ამავე კონტექსტში, ე.ი. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში უნდა წავიკითხოთ ამ დღეებში თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის ვიზიტი ბაღდადსა და ერბილში, წერს  SETA/სეტას ანალიტიკური კვლევითი ცენტრის საგარეო პოლიტიკის მკვლევარი ჯან აჯუნი



მსგავსი ინფორმაციები