თურქეთმა, ჩკთრ-ს კიდევ 20 ათასი დოზა სინოვაკის ვაქცინა გაუგზავნა

თურქეთმა, ჩკთრ-ს კიდევ 20 ათასი დოზა სინოვაკის ვაქცინა გაუგზავნა

1573065
თურქეთმა, ჩკთრ-ს კიდევ 20 ათასი დოზა სინოვაკის ვაქცინა გაუგზავნა

თურქეთმა, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას დამატებით 20 ათასი დოზა სინოვაკის ვაქცინა გაუგზავნა. საკითხთან დაკავშირებით ჩკთრ-ს ჯანდაცვის მინისტრმა, ალი ფილლიმ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომლეშიც ნათქვამია: „დღეს დილის საათებში, თურქეთის რესპუბლიკიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თვითმფრინავით, 20 ათასი დოზა სინოვაკის ვაქცინა   შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში.“

ჩკთრ-ს ჯანდაცვის მინისტრმა ალი ფილლიმ ასევე, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ვიცე-პრეზიდენტ ფუათ ოქტაის და ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეთთინ ქოჯას გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა.


საკვანძო სიტყვები: #სინოვაკის ვაქცინა , #ჩკთრ , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები