თურქეთმა საქართველოს არმიას ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა

თურქეთმა საქართველოს არმიას ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა

1569890
თურქეთმა საქართველოს არმიას ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჩუქრად გადასცა ლაზერული მანძილსაზომი და რიგი საინჟინრო აღჭურვილობა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ დედაქალაქ თბილისში თავდაცვის სამინისტროში გამართულ გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილი და თბილისში თურქეთის საელჩოს სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი, ბურაკ ალთინერი.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თურქეთს და საქართველოს მთავრობებს შორის ხელმოწერილი სამხედრო-ფინანსური თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში ქართული მხარისათვის გადაცემული ლაზერული მანძილსაზომის და საინჟინრო აღჭურვილობის ჩაბარების აქტს ხელი მოაწერეს ნიკოლეიშვილმა და ალთინერმა.

აქვე აღნიშნულია, რომ ტექნიკური აღჭურვილობა საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო და საინჟინრო დეპარტამენტებსს გადაეცემა და იგი ხელს შეუწყობს მათთვის დაკისრებული მოვალეობების ეფექტურად შესრულებას. ”საქართველო და თურქეთი თავდაცვის სხვადასხვა სფეროში დიდი ხანია ახორციელებენ მჭიდრო და წარმატებულ თანამშრომლობას” - ნათქვამია განცხადებაში.

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ ასევე 2020 წლის 27 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადასცა 35 ერთეული BMC Neocity 8.5 მეტრიანი დიზელის ავტობუსი, 12 ერთეული დაჯავშნული მრავალფუნქციური ექსკავატორ-დამტვირთავი.



მსგავსი ინფორმაციები