სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ რუსეთს 2008 წლის ომთან დაკავშირებული საქმე მოუგო

სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ რუსეთს 2008 წლის ომთან დაკავშირებული საქმე მოუგო

1568648
სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ რუსეთს 2008 წლის ომთან დაკავშირებული საქმე მოუგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წელში რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთი და სახმეთ ოსეთის ძალები „არაპროპორციული ძალის“ გამოყენებაში დაადანაშაულა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებული წერილობითი განცხადების თანახმად, 2009 წელს საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ საქმეში, დიდი პალატის გადაწყვეტილებით, რუსეთი დადანაშაულებული იქნა ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევაში.

სასამართლოს ხელთ არსებული მტკიცებულებების თანახმად, გაირკვა, რომ სამხრეთ ოსეთის ძალებმა ქართველი სამხედრო ტყვეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული და წამება ჩაიდინეს და რომ რუსულმა ძალებმა ამას ხელი არ შეუშალეს. განცხადებაში ასევე ნათქვამია: ”მიუხედავად იმისა, რომ რუსული ძალების უშუალო მონაწილეობა ყველა შემთხვევაში არაა ღიად ნაჩვენები, სამხედრო ტყვეების რუსეთის გავლენის არეალში შესვლით ჩანდა, რომ რუსეთიც პასუხისმგებელი იყო ამ ტყვეებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ძალები ადგილზე იყვნენ, მათ არ მიიღეს ზომები ამგვარი მოპყრობის (წამების) წინააღმდეგ."

განჩინების თანახმად, რუსეთი ასევე დადანაშაულებულია სამხრეთ ოსეთში ეთნიკური ქართველების უსაფრთხოების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის, საკუთრების დაცვის, განათლების უფლებებისა და თავისუფლად გადაადგილების საერთაშორისო პრინციპების დარღვევაში.

სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა: ”დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგმა მიიღოს ეს ისტორიული გადაწყვეტილება”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კი აღნიშნა: ”დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში. სასამართლო პროცესი საქართველოსა და რუსეთს შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დასრულდა საქართველოს გამარჯვებით.”

”სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარება ადასტურებს, რომ რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა ქართველების წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს” - ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წერილობით განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები