ერაყის დედაქალაქში ტერაქტი მოხდა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი ტერორისტული აქტის შედეგად მინიმუმ 12 ადამიანი დაიღუპა

1568373
ერაყის დედაქალაქში ტერაქტი მოხდა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი ტერორისტული აქტის შედეგად მინიმუმ 12 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაიჭრა.

პოლიციის ცნობით, აფეთქება ტაიარანის მოედანზე მდებარე ბაზარში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაჭრილთა ერთი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია და ამის გამო გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

თავდამსხმელმა, როგორც ჩანს, ასაფეთქებელი ქამარი გამოიყენა.


საკვანძო სიტყვები: #ტერაქტი , #ბაღდადი , #ერაყი

მსგავსი ინფორმაციები