თურქეთმა, ჩკთრ-ს 20 ათასი დოზა სინოვაკის ვაქცინა გაუგზავნა

თურქეთმა, ჩკთრ-ს 20 ათასი დოზა სინოვაკის ვაქცინა გაუგზავნა

1563498
თურქეთმა, ჩკთრ-ს 20 ათასი დოზა სინოვაკის ვაქცინა გაუგზავნა

თურქეთმა, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას  20 ათასი დოზა სინოვაკის ვაქცინა გაუგზავნა. საკითხთან დაკავშირებით ჩკთრ-ს ჯანდაცვის მინისტრმა, ალი ფილლიმ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომლეშიც ნათქვამია: „დღეს დილის საათებში, თურქეთის რესპუბლიკიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თვითმფრინავით, 20 ათასი დოზა სინოვაკის ვაქცინა   შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. ვაქცინაციის გეგმები შევადგინეთ. პროცესი პირველ ეტაპზე 9 ცენტრში დაიწყება. პირველი ვაქცინაცია ჩაუტარდება ჯანდაცვის ყველა მუშაკს, რომლებიც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული და შემდეგ 65 წელს გადაცილებულ პირებს. ვაქცინაცია ხვალ და შაბათ დღეს განხორციელდება.“

ჩკთრ-ს ჯანდაცვის მინისტრმა ალი ფილლიმ ასევე, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეთთინ ქოჯას გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა.


საკვანძო სიტყვები: #სინოვაკის ვაქცინა , #ჩკთრ , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები