არაბთა გაერთიანებულ საემიროებს თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს

არაბთა გაერთიანებულ საემიროებს თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს

1561013
არაბთა გაერთიანებულ საემიროებს თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს

არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეებზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო მინისტრმა, ენვერ გარგაშმა, განაცხადა, რომ თურქეთთან ურთიერთობების სუვერენიტეტის ურთიერთპატივისცემის ფარგლებში ნორმალიზება სურთ.

ენვერ გარგაშმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებულ სატელევიზიო არხ "skynews" - სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თურქეთთან ურთიერთობის შესახებ შეფასებები გააკეთა.

”არ არსებობს რაიმე მიზეზი, რომელიც თურქეთთან კონფლიქტს ან პრობლემას გამოიწვევს” - განაცხადა გარგაშმა და თქვა, რომ ბოლო პერიოდში თურქეთის ევროკავშირის მიმართ იმედისმომცემი განცხადებები მოისმინეს.

”ჩვენ გვინდა თურქეთს ვუთხრათ; სუვერენიტეტის ურთიერთპატივისცემის ფარგლებში გვსურს ურთიერთობების ნორმალიზება”- განაცხა გარგაშმა.

მან ასევე 7 იანვარს აღნიშნა, რომ თურქეთი მისი ქვეყნის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია ახლო აღმოსავლეთში.



მსგავსი ინფორმაციები