აზერბაიჯანმა  სომეხი ჯარისკაცები კიდევ ერთხელ მოიგერია

აზერბაიჯანმა  სომეხი ჯარისკაცები კიდევ ერთხელ მოიგერია

1516613
აზერბაიჯანმა  სომეხი ჯარისკაცები კიდევ ერთხელ მოიგერია

სომხეთის ჯარები, ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე და სამოქალაქოებით დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმებს მაინც აგრძელებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სომხეთის ჯარები, მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, ხოჯავერდის, ფუზულისა და გუბადლის მიმართულებით თავდასხმებს  მთელი ღამის განმავლობაში პერიოდულად მაინც აგრძელებდნენ. სამინისტრო იმასაც აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, სომეხი ჯარების მოგერიება კიდევ ერთხელ შესძლო და მათ მკაცრი ადეკვატური პასუხი გასცეს. უწყების ინფორმაციით, ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით განადგურდა დიდი რაოდენობით მტრის ცოცხალი ძალა, განადგურდა და მწყობრიდან გამოვიდა 1 T-72 ტანკი, 4 D-30 და 3 D-20 ქვემეხი, 1 საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა Osa-AKM, 1 BM-21 Grad, 1 რადიოლოკაციის სადგური და 6 მანქანა.

ცნობისათვის, აშშ-ში,  ბაქოსა და ერევანს შორის ახალი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იქნა მიღწეული და იგი ძალაში,  26 ოქტომბერს 08:00-ზე შევიდა.


საკვანძო სიტყვები: #კონფლიქტი , #სომხეთი , #აზერბაიჯანი

მსგავსი ინფორმაციები