ერევანი ბრიუსელიდანაც ხელცარიელი ბრუნდება

“ნატო არ წარმოადგენს კონფლიქტის ნაწილს და მხარეს“

1513693
ერევანი ბრიუსელიდანაც ხელცარიელი ბრუნდება

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარქისიანს შეახსენა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს. იენს სტოლტენბერგმა და არმენ სარქისიანმა პრესისთვის ერთობლივი განცხადება, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართული პირისპირი შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს. სტალტენბერგმა განაცხადა, რომ მათ ძირითადად მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება განიხილეს. "მე ბატონ პრეზიდენტს შევახსენე, რომ აზერბაიჯანიც და სომხეთიც ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან მთელი 25 წლის განმავლობაში და აქედან გამომდინარე, ალიანსი ამ კონფლიქტის ნაწილს და მხარეს არ წარმოადგენს," განაცხადა სტოლტენბერგმა და იქვე დაამატა, რომ ნატო შეშფოთებულია ცეცხლის შეწყვეტის საკითხის დარღვევით. მანვე მხარეებს მოუწოდათ, შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და რაც შეიძლება სწრაფად გადადგან ვითარების განმუხტვისადმი მიმართული ნაბიჯები. ”სამოქალაქო ობიექტებისა და პირების მიზანში ამოღება ყოვლად მიუღებელია. ყველამ უნდა იმუშაოს მდგრადი პოლიტიკური გადაწყვეტისთვის. სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა განაგრძონ მოლაპარაკებები,” ხაზგასმით აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა



მსგავსი ინფორმაციები