ჩკთრ-ში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება

ჩკთრ-ში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება

1507091
ჩკთრ-ში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება

გუშინ, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, ვერცერთმა კანდიდატმა ხმების 50+1% ვერ მიიღო. ამიტომ ყველაზე მეტი ხმის მიმღები კანდიდატის მონაწილეობით ორ კვირაში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. პირველი ტურის არჩევნებში 11 კანდიდატი იბრძოდა პრეზიდენტის სავარძლისთვის. მათ შორის, ამჟამიმდელი პრეზიდენტი მუსტაფა აქინჯი და პრემიერ-მინისტრი ერსინ თათარიც. ქვეყნის ცეესკოს მონაცემებით, პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმები სწორედ რომ ერსინ თათარმა, 32,35%, ხოლო მუსტაფა აქინჯიმ 29,84%-ი მიიღეს. ასე, რომ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის მკვიდრები 18 ოქტომბერს ხელმეორედ წავლლენ საარჩევნო უბნებზე, რათა მათთვის სასურველი კანდიდატი აირჩიონ პრეზიდენტად.



მსგავსი ინფორმაციები