ერდოღანმა აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტთან დაკავშირებით პირველი შეფასება გააკეთა

ერდოღანმა აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტთან დაკავშირებით პირველი შეფასება გააკეთა

1455037
ერდოღანმა აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტთან დაკავშირებით პირველი შეფასება გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთმა ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის პიკი გადალახა. პრეზიდენტმა ამის შესახებ, მინისტრთა საბჭოს სხდომის შედმეგ სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა. მან ასევე დასძინა, რომ ახალი შემთხვევების განულებამდის გარკვეული შეზღუდვები გაგრძელდება.

 

პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვის დროს აია-სოფიას ხელმეორედ მეჩეთად გადაკეთების  საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ იგი ეკლესიიდან კი არა, არამედ მუზეუმიდან გადააკეთეს მეჩეთად.

„მაშინ, როდესაც აია-სოფია ჩვენ გადმოვიბარეთ, დანგრეული იყო და აია-სოფიას მეჩეთად  ჩვენ თვითონ აღვადგინეთ. სწორედ ამის შემდეგ შევიდა კულტურული მემკვიდრეობის სიაში. მისი ეს სტატუსი რა თქმა უნდა შენარჩუნებული იქნება. ევროპაში მუსლიმ მოსახლეზე სამლოცველოების რაოდენობა, ჩვენს ქვეყანაში არამუსლიმების სამლოცველოების რაოდენობასთან შედარებით 4-5-ჯერ ნაკლებია. სამწუხაროდ თურქეთმა ამ ორმაგ სტანდარტებს თავი ვერ დააღწია“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

მან სატელევიზიო მიმართვის დროს სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის მიმართ განხორციელებულ თავდასხმებსაც შეეხო და აღნიშნა: „სომხეთის მხრიდან, ჩვენი მოძმე აზერბაიჯანის მიმართ განხორციელებულ თავდასხმებს მკაცრად ვგმობ. ჩვენ გავაგრძელებთ აზერბაიჯანთან ყოფნას მთელი ჩვენი შესაძლებლობებით. ეს თავდასხმა, სომხეთის მხრიდან გადამეტებული გადადგმული ნაბიჯია. ამის მიზანი, მთიანი ყარაბაღის პროცესის დაბრკოლებაა. თურქეთი, აზერბაიჯანის სუვერენიტეტის, უფლებების და ყოველგვარი საფრთხის წინაშე გააგრძელებს მასთან ყოფნას“.



მსგავსი ინფორმაციები