ირანმა სირიასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია უარყო

ეს ინფორმაცია არ ასახავს სიმართლეს“

1414593
ირანმა სირიასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია უარყო

ირანმა უარყო ინფორმაცია, ”ასტანის პროცესის ქვეყნების მიერ ვითომცდა სირიის სახელმწიფოს მომავალთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე”. ირანელი სტუდენტების ახალი ამბების სააგენტოს (ISNA) თანახმად, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა სეიდი აბას მუსევიმ ამასთან დაკავშირებით განაცხადა: ”ახალი ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ასტანას პროცესის ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება სირიის სახელმწიფოს მომავლის შესახებ, არ ასახავს სიმართლეს.”  მანვე აღნიშნა, რომ თეირანის ადმინისტრაცია ყოველთვის იყო და იქნება სირიის სახელმწიფოსა და ერის გვერდით და რომ  ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით მხოლოდ სირიელმა ხალხმა უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. რუსული მედია რამდენიმე დღის წინ აღნიშნავდა, რომ რუსეთი, თურქეთი და ირანი, ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებიდან დაშორებას და ოპოზიციასთან ერთად გარდამავალი მთავრობის შექმნას აპირებენ. ასტანის პროცესი, სირიაში მუდმივი მშვიდობის დამყარების მიზნით, რუსეთ-თურქეთ-ირანს შორის 2017 წელს შეიქმნა



მსგავსი ინფორმაციები