აზერბაიჯანის პარლამენტს ახალი თავჯდომარე ჰყავს

საჰიბე გაფაროვა ხმის უმრავლესობით აირჩიეს

1375558
აზერბაიჯანის პარლამენტს ახალი თავჯდომარე ჰყავს

აზერბაიჯანის ეროვნული პარლამენტის მე -6 მოწვევის თავჯდომარე, პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში ქალი გახდა.  9 თებერვალს ჩატარებულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა დეპუტატებმა პირველი სხდომა დღეს ჩაატარეს და პარლამენტის ახალ თავჯდომარედ, მმართველი, ახალი აზერბაიჯანული პარტიის (YAP) კანდიდატი, 55 წლის  საჰიბე გაფაროვა აირჩიეს, რომელმაც კენჭისყრაში მონაწილე 125 დეპუტატიდან 115 ხმა მიიღო. ამავე სხდომაზე, რომელსაც პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც ესწრებოდა, თავჯდომარის 3 მოადგილეც იქნა არჩეული



მსგავსი ინფორმაციები