აბასი: „იერუსალიმის გარეშე, ისრაელთან  არავითარი მოლაპარაკება ან შეთანხმება არ იქნება“

აბასი: „იერუსალიმის გარეშე, ისრაელთან  არავითარი მოლაპარაკება ან შეთანხმება არ იქნება“

1351257
აბასი: „იერუსალიმის გარეშე, ისრაელთან  არავითარი მოლაპარაკება ან შეთანხმება არ იქნება“

პალესტინის სახელმწიფო მეთაურმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ იერუსალიმის გარეშე, ისრაელთან  არავითარი მოლაპარაკება ან შეთანხმება არ იქნება. პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მაჰმუდ აბასი, არაბული ლიგის რიგგარეშე შეხვედრაზე დასასწრებად ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში ჩავიდა სადაც, არაბული ლიგის გენერალურ მდივან აჰმედ ებუ გაიტს შეხვდა. შეხვედრაზე მაჰმუდ აბასმა  არაბული ქვეყნების პალესტინისადმი მხარდაჭერა მოითხოვა და აღნიშნა, რომ იერუსალიმის გარეშე, ისრაელთან  არავითარი მოლაპარაკება ან შეთანხმება არ იქნება. მისივე თქმით,  ამერიკის მთავრობის მიერ ე.წ. „სამშვიდობო გეგმის“ წინააღმდეგ არაბულმა და  რეგიონის ქვეყნებმა, ასევე მედიასაშუალებებმა სერიოზული ზეწოლა უნდა განახორციელონ.  

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ე.წ. „სამშვიდობო გეგმის“ გამოცხადების შედმეგ ეგვიპტის ჩათვლით მრავალმა არაბულმა ქვეყანამ პალესტინას მოუწოდა, რომ ისრაელთან დიალოგი დაიწყოს.



მსგავსი ინფორმაციები