კოალიციამ სირიაში პრო-ირანულ დაჯგუფებას დაარტყა

განადგურებულია ჰეზბოლას 4 ტანკი

1338693
კოალიციამ სირიაში პრო-ირანულ დაჯგუფებას დაარტყა

 

სირიაში, აშშ-ის მეთაურობით ანტიტერორისტული ოპერაციების მწარმოებელმა კოალიციის ძალებმა, წუხელ, ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე დეირი ზორის რეგიონში დაარტყეს იმ პრო-ირანულ ტერორისტულ დაჯგუფებებს, რომლებიც მხარს უჭერენ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს. რეგიონიდან მიღებული ინფორმაციებით, ამ შეტევის დროს ჰეზბოლას კუთვნილი 4 ტანკი გაანადგურეს, ხოლო ამის პარალელურად, კოალიციამ გაახშირა ხსენებულ რეგიონში სადაზვერვო ფრენები. სირიაში პრო-ირანული დაჯგუფებები ძირითადად დეირი ზორის რეგიონში აქტიურობენ და უმრავლესობაში მყოფი სუნიტი რწმენის მუსლიმანებში,  შიიტური რწმენის გავრცელებას ცდილობენ



მსგავსი ინფორმაციები