ირანი ამერიკის ბრალდებებს უარყოფს

ირანი ამერიკის ბრალდებებს უარყოფს

1332903
ირანი ამერიკის ბრალდებებს უარყოფს

ირანი, იმის თაობაზე, რომ ბაღდადში, ამერიკის საელჩოზე განხორციელებული თავდასხმა თეირანის მხრიდან იყო ორგანიზებული, უარყოფს. საკითხთან დაკავშირებით ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, აბას მუსავიმ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ამერიკის ოფიციალურმა პირებმა, ერაყელი ხალხის სულ მცირე 25 ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს რა, ამით ერაყის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაარღვიეს. ამ მოვლენების შემდეგ მრისხანე ერაყელი ხალხის მიერ გამოხატულ საპროტესტო აქციის ორგანიზებაში ირანის დადანაშაულება, მართლაც და გასაოცარი და   ამპარტავნული მიდგომაა“.



მსგავსი ინფორმაციები