ასადის რეჟიმმა ბოლო 4 დღის განმავლობაში 35 დასახლებაზე დაამყარა კონტროლი

ასადის რეჟიმმა ბოლო 4 დღის განმავლობაში 35 დასახლებაზე დაამყარა კონტროლი

1328789
ასადის რეჟიმმა ბოლო 4 დღის განმავლობაში 35 დასახლებაზე დაამყარა კონტროლი

ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა, რომელიც სირიაში ასტანას შეთანხმებებს უგულველყოფას ახდენს, ირანისა და რუსეთის დახმარებით იდლიბის დაბა ჯერჯენაზი აიღი და ბოლო 4 დღის განმავლობაში 35 დასახლებაზე დაამყარა კონტროლი.

რეჟიმის ძალებმა, გუშინ საღამოდან იდლიბის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ჯერჯენაზი და ჰირბეტ მარატა, აბუ დეფნე, ალ-ჰადისე, კეფერ იასინი, სალიჰიე, დარუსალამი, ალ-ფალული და ბაბულინი დაიკავეს.

ამგვარად, 20 დეკემბერს რეჟიმის ძალების მიერ დაწყებული სახმელეთო ოპერაციების შედეგად რეჟიმის ძალების მხრიდან აღებული დასახლებების რაოდენობა 35-მდე გაიზარდა.

ინტენსიური შეტევები ხდება იდლიბის მარატუნიმანის და სერაკიბის ცენტრებსა და პერიფერიებზე.

ასადის რეჟიმის მიერ ხმელეთზე წინსვლის მიზნით დაწყებულ შეტევას, ირანის მიერ მხარდაჭერილი უცხოური ტერორისტული ჯგუფები და რუსული სპეცსამსახურების ლიდერობით "ვეფხვის ძალების" სახელწოდების მეხუთე ლეგიონი უჭერს მხარს.

რუსეთი საჰაერო შეტევებითაც ეხმარება რეჟიმის ძალებს.


საკვანძო სიტყვები: #ირანი , #რუსეთი , #რეჟიმი , #ასადი

მსგავსი ინფორმაციები