თეირანი ვეღარ სუნთქვამს

ჰაერის გაბინძურებამ უმაღლეს დონეს მიაღწია

1323420
თეირანი ვეღარ სუნთქვამს

 

ირანის დედაქალაქ თეირანში, ჰაერის დაბინძურების გამო, დღეს დაწყებითი და საშუალო სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია, ხოლო ამის პარალელურად, გულითა და ფილტვით დაავადებული პაციენტები, ასევე ხანდაზმული და ორსული ქალები, დათხოვნილად ჩაითვლებიან. თეირანის მერიის გადაწყვეტილებით, დღეს ასევე კერძო ავტომანქანებისა და დიდი ავტომობილების ქუჩებში გამოსვლა შეიზღუდება, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასები კი განახევრდება. თეირანის ჰაერის ხარისხის გაზომვის ცენტრის თანახმად, დედაქალაქში ჰაერის დაბინძურება განისაზღვრება როგორც 150 მიკროგრამი/კუბური მეტრი და ამან შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს ალერგიით დაავადებულთათვისაც. თეირანის ფიზიკური სტრუქტურა და მოსახლეობის სიხშირე, არ არის შესაფერისი ჰაერის მიმოქცევისთვის, რასაც ემატება ძველი მანქანებისა და მილიონობით მოტოციკლეტის გამონაბოლქვიც. ეს მეგა ქალაქი,  ჰაერის დაბინძურების მხრივ მსოფლიოს ქალაქებს შორის დღეს მე–2 ადგილზეა 



მსგავსი ინფორმაციები