სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმმა და რუსეთმა დღემდე დევნილების ბანაკებზე 79 თავდასხმა მოაწყვეს

სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმმა და მისი მხარდამჭერმა რუსეთმა შიდა ომის დაწყებიდან დღემდე დევნილების ბანაკებზე 79 თავდასხმა მოაწყვეს

1322970
სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმმა და რუსეთმა დღემდე დევნილების ბანაკებზე 79 თავდასხმა მოაწყვეს

სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმმა და მისი მხარდამჭერმა რუსეთმა შიდა ომის დაწყებიდან დღემდე დევნილების ბანაკებზე 79 თავდასხმა მოაწყვეს.

სირიის ადამიანის უფლებების დაცვის ქსელმა (SNHR) სირიაში ასადის რეჟიმისა და რუსეთის მიერ დევნილების ბანაკებზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, 2011 წლის მარტში დაწყებული შიდა ომის დროს რეჟიმის არმიამ და ირანის მიერ მხარდაჭერილმა უცხოელი ტერორისტების ჯგუფებისგან შემდგარმა ძალებმა 61-ჯერ, რუსულმა ძალებმა კი 18-ჯერ შეუტიეს დევნილთა ბანაკებს.

რეჟიმი და რუსები ომის დაწყებიდან დღემდე ბანაკებს მთლიანობაში 79-ჯერ, 26 აპრილიდან დღემდე კი 11-ჯერ დაესხნენ თავს.  

ანგარიშში არ არის მოცემული მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, თუმცა ნათქვამია რომ დაბომბვები ჰაერიდან და ხმელეთიდან განხორციელდა.  


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #რეჟიმი , #ბაშარ ასადი , #სირია

მსგავსი ინფორმაციები