აფეთქებები ბაღდადში

6 ადამიანი დაიღუპა, 11 დაშავდა

1313136
აფეთქებები ბაღდადში

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, სამი სხვადასხვა აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 11 დაშავდა. უსაფრთხოების წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ბომბებით დატვირთული ორი მოტოციკლიდან ერთ-ერთი დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე მეჩეთის მახლობლად იქნა აფეთქებული, მეორე კი აღმოსავლეთ მუნიციპალიტეტების მხარეში. ამავე წყაროს ცნობით, დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე შააბის რეგიონში კი გზაზე ჩადებული ნაღმი  აფეთქდა და მის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 11 დაშავდა. როგორც ცნობილია ერაყში 2 თვეზე მეტია რაც ანტი სამთავრობო დემონსტრაციები მიმდინარეობს და მის ცენტრშიც დედაქალაქი ბაღდადია



მსგავსი ინფორმაციები