ძალოვანებმა თბილისში აქცია დაშალეს

დაკავებულია რამდენიმე მომიტინგე

1312479
ძალოვანებმა თბილისში აქცია დაშალეს

 

საქართველოს უსაფრთხოების ძალებმა დედაქალაქ თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის წინ, საარჩევნო სისტემის პროტესტის ნიშნად გამოსული მომიტინგეების აქცია დაშალეს და დააშორეს პარლამენტს, სადაც დღეს მორიგი სხდომა უნდა გაიმართოს. აქციის დაშლის დროს პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა, ხოლო პარლამენტის კარიბჭედან დაშორებულმა მომიტინგეებმა კვლავ გააგრძელეს აქცია, რომელთა მთავარი მოთხოვნაა საარჩევნო სისტემის შეცვლა. საქართველოს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხალხს საარჩევნო სისტემის შეცვლას შეჰპირდა, მაგრამ, 14 ნოემბერს, პარლამენტის კენჭისყრაზე ეს ცვლილება უარყოფილ იქნა, რამაც აქციების განახლება გამოიწვია



მსგავსი ინფორმაციები