ნეთანიაჰუმ ბაჰა აბუ ალ-ათა-ს მოკვლის ბრძანება საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით გასცა

ნეთანიაჰუმ ბაჰა აბუ ალ-ათა-ს მოკვლის ბრძანება საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით გასცა

1304901
ნეთანიაჰუმ ბაჰა აბუ ალ-ათა-ს მოკვლის ბრძანება საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით გასცა

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით ოკუპირებულ ღაზას სექტორში პალესტინური ორგანიზაცია „ისლამური ჯიჰადის“ საველე მეთაურის ბაჰა აბუ ალ-ათა-ს მკვლელობის ბრძანება გასცა. გაზეთ, The Times of Israel-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერთობლივი არაბული სიის ბლოკის ებრაელმა  დეპუტატმა  ოფერ კასიფიმ  საკითხთან დაკავშირებით სოციალური ქსელის მეშვეობით, ბენიამინ ნეთანიაჰუ მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა: „ნეთანიაჰუს მხრიდან საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით გასაკეთებელი ერთადერთი ხერხი: მოკალი, გაანადგურე, ომი გაღვივე“-ს მეთოდია. ამიტომ,  „ისლამური ჯიჰადის“ საველე მეთაურის ბაჰა აბუ ალ-ათა-ს მკვლელობის ბრძანებაც სწორედ ამ მიზნით გასცა.“ შეგახსენებთ, რომ ისრაელში მიმდინარე წლის 17 სექტემბერს გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია მეორე ადგილზე გავიდა. ამის შემდეგ კი  პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუმ კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საჭირო უმრავლესობა ვერ  მოიპოვა რა,  მთავრობის ჩამოყალიბება ვერ შეძლო და მანდატი ქვეყნის პრეზიდენტ, რუვენ რივლინს დაუბრუნა. ისრაელის არმიამ ოკუპირებულ ღაზის სექტორში განხორციელებული თავდასხმის შედეგად  ორგანიზაცია  „ისლამური ჯიჰადის“ საველე მეთაური ბაჰა აბუ ალ-ათა მოკლა.



მსგავსი ინფორმაციები