ისრაელი შესაძლო „ჰეზბოლა“-ს თავდასხმისაგან თვის დაცვისთვის  ემზადება

ისრაელი შესაძლო „ჰეზბოლა“-ს თავდასხმისაგან თვის დაცვისთვის  ემზადება

1261774
ისრაელი შესაძლო „ჰეზბოლა“-ს თავდასხმისაგან თვის დაცვისთვის  ემზადება

ისრაელის არმიამ, სირიასა და ლიბანში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ  მოძრაობა „ჰეზბოლა“-საგან მოსალოდნელი შესაძლო თავდასხმის შიშით შესაბამის სამზადისი დაიწყო. ებრაულ გაზეთ Maariv-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე პორტების უმეტესობა ჩაიკეტა რა, მათმა არმიამ „ჰეზბოლა“-საგან მოსალოდნელი შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ კონკრეტული ზომების მიღება დაიწყო. გაზეთის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ავტობანებზე კონტროლი უმაღლეს დონეზეა გამკაცრებული. მერეს მხრივ, ისრაელის ტელევიზიის მე-13 არხის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სირიის და ლიბანის საზღვარზე მდებარე, კირიათ-შმონას სახელწოდების აეროპორტი, არმიის მიერ გაცემული ბრძანებით დაიხურა და სასაზღვრო ძალებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შეგახსენებთ, რომ ჰეზბოლას ციხესიმაგრედ ცნობილ ბეირუთის სამხრეთ ნაწილში 25 აგვისტოს ღამის საათებში ისრაელის კუთვნილი 2 უპილოტო საფრენი აპარატი იქნა ჩამოგდებული. ისრაელმა კი იმავე ღამეს სირიის დედაქალაქ დამასკოს მახლობლად ზოგიერთი სამიზნეები დაბომბა და ჰეზბოლას ორი წევრი მოკლა. ამ მოვლენების შემდეგ კი ჰეზბოლამ ისრაელის წინააღმდეგ მუქარის შემცველი განცხადებები გაავრცელა.



მსგავსი ინფორმაციები