ასადის რეჟიმი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისევ არღვევს

ასადის რეჟიმი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისევ არღვევს

1261612
ასადის რეჟიმი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისევ არღვევს

სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმმა, იდლიბში დაძაბულობის შემცირების ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისევ დაარღვია და  რამდენიმე დასახლებაზე მორიგი საჰაერო თავდასხმები განახორციელა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან გუშინ,  გავრცელებული ინფორმაციით, რეჟიმის ძალებმა იდლიბში დაძაბულობის შემცირების ზონაში ახალი ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც დღეს ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათზე შევიდა ძალაში. მიგრაციული დაკვირვებისა და სირიის ოპოზიციონერების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იდლიბის დაძაბულობის შემცირების ზონიდან თურქეთსა და რუსეთს შორის 2018 წლის 17 სექტემბერს სოჭში, იდლიბის საკითხთან დაკავშირებით  გაფორმებული მემორანდუმის შემდეგ, რეგიონიდან  945  ათასზე მეტი  ადამიანი იძულებით მიგრაციაში წავიდა. ამავე პერიოდში რეჟიმის და რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად 1282 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 219 ქალი, 341 კი ბავშვი.



მსგავსი ინფორმაციები