იდლიბზე თავდასხმები გრძელდება
სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ დაბა ბიდამაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 5 კი დაიჭრა
სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ დაბა ბიდამაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 5 კი დაიჭრა.
ასადის რეჟიმმა იდლიბის დეესკალაციის ზონის საზღვრებში მდებარე ჰან შეიჰუნის რაიონის დაბა ბიდამაზე, ჰამას ჩრდილოეთით მდებარე კეფერ ზიტას და ლატამინეს რაიონებსა და სოფელ ზეკატზე რაკეტებით და ნაღმტყორცნებით თავდასხმა მოაწყო.
სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციის ცნობით, იდლიბის დასავლეთით ბიდამას დაბაზე მომხდარ თავდასხმას ერთი ქალი ემსხვერპლა, 5 სამოქალაქო პირი კი დაიჭრა.
ასადის რეჟიმისა და მის მხარდამჭერების მიერ, თურქეთისა და რუსეთის იდლიბის შეთანხმების ხელმოწერის დღიდან 2018 წლის 17 სექტემბრიდან ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის და თავდასხმების შედეგად 750 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი მიეტოვებინა.
სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ქსელის ცნობით, ბაშარ ასადისა და მისი მხარდამჭერების მიერ იდლიბის დეესკალაციის ზონაზე 26 აპრილიდან 27 ივლისამდე განხორციელებულ თავდასხმებს 781 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათგან 208 ბავშვი და 140 ქალია.
მსგავსი ინფორმაციები
ოპერაცია „კლანჭი-ბლოკირები“-ს რეგიონში კიდევ 6 PKK-ს ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული
ოპერაცია „კლანჭი-ბლოკირები“-ს რეგიონში კიდევ 6 PKK-ს ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული
პრეზიდენტი რდოღანი ტელეფონით ესაუბრა ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მუჰამედ მუჰბირს
პრეზიდენტი რდოღანი ტელეფონით ესაუბრა ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მუჰამედ მუჰბირს