რუჰანი-მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
განიხილეს ბირთვული შეთანხმების საკითხი
ირანიდან მიღებული ინფორმაციებით, ამ ქვეყნის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი, ტელეფონით დაუკავშირდა თავის ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონის და საუბრის დროს რუჰანი, აშშ-ის ბირთვული ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ ირანზე დაწესებულ სანქციებს შეეხო და თეირანის ქმედებებს "სტრატეგიული მოთმინება" უწოდა რა, დაწესებული სანქციების შეჩერება მოითხოვა, რაც მისი აზრით ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის, ჩინეთის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიისათვის ახალი მოძრაობის დასაწყისი იქნება. საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა კი რუჰანის შეახსენა, რომ ისინი ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ს გასვლას ეწინააღმდეგებოდნენ, ხოლო ამასთან ერთად ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირს სურს დაიცვას თეირანთან ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმება. დღეს ირანის მხრიდან, აშშ-ს ბირთვული სანქციების საპასუხოდ ბირთვული ხელშეკრულების მხარეებისათვის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმისათვის მიცემული 60-დღიანი ვადა სრულდება
მსგავსი ინფორმაციები
ოპერაცია „კლანჭი-ბლოკირები“-ს რეგიონში კიდევ 6 PKK-ს ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული
ოპერაცია „კლანჭი-ბლოკირები“-ს რეგიონში კიდევ 6 PKK-ს ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული
პრეზიდენტი რდოღანი ტელეფონით ესაუბრა ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მუჰამედ მუჰბირს
პრეზიდენტი რდოღანი ტელეფონით ესაუბრა ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მუჰამედ მუჰბირს