პუტინი, მაკრონს და მერკელს ტელეფონით ესაუბრა

განიხილეს სირიის, უკრაინის და ირანის საკითხები

1205723
პუტინი, მაკრონს და მერკელს ტელეფონით ესაუბრა

 

კრემლის პრეს-ცენტრის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ტელეფონით ჯერ  საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, შემდეგ კი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ესაუბრა და განიხილეს სირიის, უკრაინის და ირანის საკითხები. "სირიის საკითხზე საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ ამჟამად ამ ქვეყნის ჩრდილო დასავლეთში მდებარე იდლიბის რეგიონში სურთ სტაბილურობის დამყარება, ამ მიზნით კი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვასთან ერთად ტერორის საფრთხის აღმოფხვრაც სურთ რა, შესაბამისი ერთობლივი ზომების მიღებას თურქეთთან ერთად განიხილავენ“. პუტინის თქმითვე, სირიაში საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნისა და სირიის კრიზისის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს 2254 ნომრიანი რეზოლუციაზე დაყრდნობით მოგვარების მიზნით, საკოორდინაციო სამუშაოებსაც აგრძელებენ. რუსეთის პრეზიდენტმა მაკრონს და მერკელს უკრაინის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის კრიზისი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მინსკის შეთანხმებების ფარგლებში. ამ სატელეფონო საუბრის დროს მხარეებმა დაადასტურეს თავიანთი სურვილები თეირანთან ბირთვული შეთანხმების გაგრძელებაზეც, ხოლო ამის პარალელურად ირანთან ვაჭრობის და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ. მხარეებმა ბოლოს კონსენსუსს მიაღწიეს იმაშიც, რომ სხვადასხვა დონეზე ერთმანეთთან  კონტაქტებიც შეინარჩუნონ“, აღნიშნულია კრემლის განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები