საფრანგეთმა ერაყს 430 მილიონი ევრო კრედიტი გამოუყო

საფრანგეთმა ერაყს 430 მილიონი ევრო კრედიტი გამოუყო

1126247
საფრანგეთმა ერაყს 430 მილიონი ევრო კრედიტი გამოუყო

ერაყის პარლამენტის თავჯდომარემ მუჰამმედ ჰალბუსიმ განაცხადა, რომ საფრანგეთმა, ერაყს ტერ ორგანიზაცია დაეში-სგან გათავისუფლებული რეგიონების აღდგენისთვის 430 მილიონი ევრო კრედიტი გამოუყო. ჰალბუსიმ დედაქალაქ ბაღდადში ამ ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ჟან-ივ ლე დრიანს შეხვდა. ჰალბუსიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში, საფრანგეთის ერაყისადმი გაწეულ დახმარებებზე გაამახვილა ყურადღება და ფრანგ ინვესტორებს მათ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებისკენ მოუწოდა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა კი აღნიშნა, რომ მათ ქვეყანას ერაყისთვის უსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის სფეროში დახმარების გაწევა სურს. ლე დრიანმა ერაყში ვიზიტის დროს ქვეყნის  პრემიერმინისტრ,  ადილ აბდულმეჰდისაც შეხვდა.



მსგავსი ინფორმაციები