ბაშარ ასადის რეჟიმის მხრიდან თავდასხმას 2 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ სამოქალაქოებით დასახლებულ ადგილებზე საარტილერიო თავდასხმის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ იდლიბის დეესკალაციის ზონაში დევნილთა ბანაკებსა და სამოქალაქოებით დასახლებულ ადგილებზე საარტილერიო თავდასხმის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 6 კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰამას ჩრდილოეთით მდებარე ლატამინეს, კეფერზიტას და კიფრენბუდეს რაიონები, მორიკის დაბა და იდლიბის სამხრეთ-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ბიდამას და ჰაბიტის დაბები, სოფლები ზუაინიე, ნაჯიე და ჰასი გუშინ საღამოს საათებში არტილერიითა და რაკეტებით დაბომბეს.
იდლიბის სამოქალაქო თავდაცვის დირექტორმა მუსტაფა ჰაჯი იუსუფმა განაცხადა: „რეჟიმის ძალებმა, საღამოს საათებიდან მოყოლებული მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ ადგილებზე საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმები გაააქტიურა. თავდასხმების შედეგად 2 სამოქალაქო პირი, მათ შორის ერთი დევნილთა ბანაკიდან დაიღუპა, 6 კი დაშავდა.“
იდლიბში ასადის რეჟიმის ზალების სოჭის შეთანხმების ხელმოწერიდან 17 სექტემბრიდან დღემდე სახმელეთო თავდასხმების შედეგად 47 მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა მათ შორის 6 ქალი, 22 ბავშვი, ბევრი კი დაშავდა.
რეჟიმის ძალების თავდასხმების პარალელურად კი ოპოზიციის ძალებმა მძიმე შეიარაღება 10 ოქტომბრის შეთანხმების ფარგლებში განსაზღვრული რეგიონებიდან გაიყვანეს.
მსგავსი ინფორმაციები
პრეზიდენტი რდოღანი ტელეფონით ესაუბრა ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მუჰამედ მუჰბირს
პრეზიდენტი რდოღანი ტელეფონით ესაუბრა ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მუჰამედ მუჰბირს
ირანში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილი გახდა
ირანში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილი გახდა