ისრაელის ჯარებმა კიდევ მრავალი პალესტინელი დააკავეს

პალესტინის ოფიციალური მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ამჟამად ისრაელის ციხეებში 6000-ზე მეტი  პალესტინელი იმყოფება, მათ შორის 270 ბავშვია

1112843
ისრაელის ჯარებმა კიდევ მრავალი პალესტინელი დააკავეს

ისრაელის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათმა ჯარებმა ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ოპერაციების დროს კიდევ 15 პალესტინელი დააკავეს, რომლებიც თითქოს და ‘ტერორისტულ აქტებში’ მონაწილეობდნენ. მათივე განცხადებით დაკავებული პალესტინელები დაკითხვის მიზნით წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში ისრაელის ძალები,  პალესტინელების სახლებში სხვადასხვა ბრალდებებით უკანონო ჩხრეკებს ხშირად ატარებს და პალესტინელებს აკავებენ.

პალესტინის ოფიციალური მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ამჟამად ისრაელის ციხეებში 6000-ზე მეტი  პალესტინელი იმყოფება, მათ შორის 270 ბავშვია.



მსგავსი ინფორმაციები