ისრაელის სამხედროებმა ათობით პალესტინელი დააკავეს

ისრაელის სამხედროებმა ათობით პალესტინელი დააკავეს

1093155
ისრაელის სამხედროებმა ათობით პალესტინელი დააკავეს

ისრაელის სამხედროებმა ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე  20 პალესტინელი დააკავეს. ისრაელის ჯარებიდან გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ღამის საათებში ჩატარებული ოპერაციების დროს 20 პალესტინელი დააკავეს, რომლებიც თითქოს და ‘ტერორისტულ აქტებში’ მონაწილეობდნენ. მათივე განცხადებით დაკავებული პალესტინელები დაკითხვის მიზნით წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში ისრაელის სამხედროები პალესტინელების სახლებში უკანონო ჩხრეკებს ხშირად აწარმოებენ. პალესტინის ოფიციალური მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ამჟამად ისრაელის ციხეებში 6500 პალესტინელი იმყოფება.



მსგავსი ინფორმაციები