ისრაელის პოლიციამ იერუსალიმის გუბერნატორი დააკავა

ისრაელის პოლიციამ იერუსალიმის გუბერნატორი დააკავა

1072563
ისრაელის პოლიციამ იერუსალიმის გუბერნატორი დააკავა

ისრაელის პოლიციამ, პალესტინის ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფი იერუსალიმის გუბერნატორი, ადნან გაისი დააკავა. პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო, WAFA გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ისრაელის სპეცრაზმმა ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში, ბეით ჰანინას ქუჩაზე იერუსალიმის გუბერნატორის ავტომობილი გააჩერებინეს და  ძალის გამოყენებით მათ ავტომობილში ჩასვეს. ამავე ინფორმაციით, ისრაელის პოლიციელებმა თუ სად წაიყვანეს, ადნან გაისი უცნობია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ისრაელის და პალესტინის მთავრობის მაღალჩინოსნებიდან ჯერ-ჯერობით არანაირი შეფასება არ გაკეთებულა. ისრაელის პოლიციამ გუშინ დილით ასევე პალესტინის ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფი იერუსალიმის დაზვერვის დირექტორი, პოლკოვნიკი  ჯიჰად ალ-ფაკიჰი დააკავეს.



მსგავსი ინფორმაციები