ბასრაში დემონსტრაციები გრძელდება

დემონსტრანტების ერთმა ჯგუფმა ცეცხლს მისცა ირანის საკონსულო

1045632
ბასრაში დემონსტრაციები გრძელდება

 

ერაყის სამხრეთში მდებარე ქალაქ ბასრაში დემონსტრანტების ჯგუფმა ცეცხლს მისცა ირანის გენერალური საკონსულო.

ადგილობრივი წყაროების თანახმად, ბასრაში დემონსტრაციები მიმდინარეობს "საჯარო სამსახურის უქონლობის, სიღარიბის, უმუშევრობის და კორუფციის წინააღმდეგ" და მის ფარგლებში დემონსტრანტების ერთმა ჯგუფმა, რომლებმაც შეაღწიეს ირანის საკონსულოს შენობაში, მას ხანძარი გაუჩინეს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბეჰრამ კასიმიმ მკაცრად დაგმო ბასრელი დემონსტრანტების ეს ქმედება და მოუწოდა ერაყს, უზრუნველყოს დიპლომატიური მისიის უსაფრთხოება, ხოლო ამის პარალელურად გამოავლინოს და მკაცრად დასაჯოს საკონსულოზე თავდამსხმელები.

კასიმის თქმითვე, ხანძრის შედეგად მართალია არავინ დაშავებულა, მაგრამ, დიდი მატერიალური ზიანი მიეყენა საკონსულოს შენობას.

ბასრაში მიმდინარე მოვლენების გამო ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ქალაქში მასობრივი დემონსტრაციები 8 ივლისიდან დაიწყო და პოლიციის ძალადობრივ ქმედებებს უკვე 20 კაცი ემსხვერპლა



მსგავსი ინფორმაციები