ირანი თელ-ავივის განადგურებით იმუქრება

ირანი თელ-ავივის განადგურებით იმუქრება

968857
ირანი თელ-ავივის განადგურებით იმუქრება

ირანის ექსპერტთა საბჭოს წევრის,  აიათოლლა აჰმად ხათემიმ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ისრაელი „სულელურ ნაბიჯს“ გადადგამს და  ირანის მიმართ თავდასხმას განახორციელებს, ხიფას და თელ-ავივის გაანადგურებენ. აჰმედ  ხათემიმ პარასკევის ლოცვის (ჯუმის) ქადაგების (ხუთბე) დროს ისრაელთან ერთად დასავლეთის ქვეყნებსაც დაემუქრა. „აშშ დამოუკიდებლად ვერაფერს გახდება. მათი მიზანი ირანის მთავრობის  დამხობაა. ბირთვულ შეთანხმებაზე ხელის მომწერ ევროპის ქვეყნებსაც ვერ ვენდობით. ირანის მტრებზე ნდობა დაუშვებელია. დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად თუ ისრაელი მაინც გადადგამს სულელურ ნაბიჯს, ირანის შეიარაღებული ძალები, ხიფას და თელ-ავივის მთლიანად გაანადგურებენ“, განაცხადა აჰმედ ხათემიმ.



მსგავსი ინფორმაციები