ერევანში საპროტესტო აქციას სამხედროებიც შეუერთდნენ

ოპოზიციამ ერევანში გზები დაბლოკა

957086
ერევანში საპროტესტო აქციას სამხედროებიც შეუერთდნენ

 

17 აპრილს, სომხეთის პარლამენტის მხრიდან ექსპრეზიდენტ სერჟ სარქისიანის პრემიერმინისტრად დამტკიცების კვალდაკვალ დაწყებული საპროტესტო აქციები გრძელდება და ხელისუფლებამ უკვე 300-მდე დემონსტრანტი დააკავა.

საპროტესტო ტალღები დღითიდღე იზრდება და ძლიერდება რა, მის ფონზე გუშინ სარქისიანი პირისპირ შეხვდა ოპოზიციის ლიდერ პაშინიანს.

ამ უკანასკნელმა პრემიერს გადადგომისკენ მოუწოდა და შეხვედრის უშედეგოდ დასრულების შემდეგ პაშინიანთან ერთად კიდევ 2 პარლამენტარი დააკავეს.

ამის საპასუხოდ ოპოზიციამ განაცხადა, რომ სანამ სარქისიანი ნაბიჯს უკან არ გადადგამს, აქციებს მანამდის გააგრძელებენ და ერევანში გზები დაბლოკეს.

ცნობილი გახდა, რომ საპროტესტო აქციას სამხედროებიც შეუერთდნენ



მსგავსი ინფორმაციები