გუტაში სამოქალაქოების დაბომბვა გრძელდება

გუტაში ბოლო ხუთი დღის განმავლობაში განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულ სამოქალაქოთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა

934152
გუტაში სამოქალაქოების დაბომბვა გრძელდება

სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმისა და მისი მომხრეების თავდასხმები  აღმოსავლეთ გუტაზე  გრძელდება. მათ მიერ განხორციელებული ბოლო თავდასხმის შედეგად წინასწარი მონაცემებით 59 სამოქალაქო დაიღუპა. სააგენტო „ანადოლუ აჟანს“-ის  აღმოსავლეთ გუტას კორესპოდენტის განცხადებით ასადის რეჟიმის მომხრეები და  მათი მხარდაჭერები რეგიონში როგორც სახმელეთო ასევე საჰაერო თავდასხმებს გამუდმებით აწარმოებენ.  ასადის რეჟიმის მიერ გუტაში ბოლო ხუთი დღის განმავლობაში განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულ სამოქალაქოთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა. გაეროს უშიშროების საბჭომ მიმდინარე წლის 24 თებერვალს აღმოსავლეთ გუტას ჩათლით მთელს სირიის ტერიტორიაზე სამოქალაქოების დასაცავად ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა. ოპოზიციონერების კონტროლის ქვეშ მყოფ აღმოსავლეთ გუტაში უკვე ხუთი წელია 400 ათასი ადამიანი ბლოკადაში მოქცეული ცხოვრობს.



მსგავსი ინფორმაციები