მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

861569
მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

უკრაინის მოქალაქეობა წართმეული, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს. კიევში, სააკაშვილის სახლთან დილის საათებიდან სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ოპერაციის დროს სააკაშვილი 8 სართულიან კორპუსის სახურავზე ავიდა და გარკვეული დროით სამართალდამცველებს ეკამათებოდა რა, გადმოხტომით დაიმუქრა. იგი  უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საწინააღმდეგო განცხადებების აკეთების  დროს დააკავეს. სააკაშვილის დაკავების დროს მისი სახლის წინ თავისი მხარდამჭერებიც იყვნენ შეკრებილნი. სამართალდამცველებმა კი მის ადვოკატებს მასთან მისვლის უფლება არ მისცენ. ამ ფაქტთან დაკავშირებით ასევე სააკაშვილის მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებიც მოხდა. პოროშენკომ ყოფილ საქართველოს ექსპრეზიდენტ,  სააკაშვილს 2015 წლის მაისში უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა. იგი გარკვეული პერიოდით,  ოდესის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა. საქართველოს ექსპრეზიდენტი  ამ თანამდებობიდან 2016 წელს გადადგა რა,  პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ ჩამოაყალიბა და ოპოზიციაში გადავიდა. სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა  2017 წლის ივლისის თვეში, ამერიკაში ყოფნის დროს პოროშენკოს განკარგულებით ჩამოერთვა. ამის შემდეგ ოპოზიციონერების მხარდაჭერით, პოლონეთის საზღვრიდან  უკრაინაში შესული სააკაშვილი მიმდინარე წლის 17 ოქტომბრიდან  უკრაინის პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავს. მეორეს მხრივ საქართველოს მთავარი პროკურატურა სააკაშვილის მიმართ დაკავების ორდერის გაცემით უკრაინას მის ექსტრადაციას თხოვს. სააკაშვილის 2013 წლიდან მოყოლებული საქართველოში არ დაბრუნებულა.



მსგავსი ინფორმაციები