რეჟიმის თავდასხმა სირიაში

თავდასხმა განხორციელდა ოპოზიციის კონტროლში მყოფ აღმოსავლეთ გუტას დუმას რაიონზე დაიღუპა 6 სამოქალაქო

839791
რეჟიმის თავდასხმა სირიაში

სირიის ესადის რეჟიმთან დაკავშირებულმა ძალებმა, დედაქალაქ დამასკოში, „დაძაბულობის შემცირების“ ზონებში შემავალ, ოპოზიციის კონტროლში მყოფ აღმოსავლეთ გუტას დუმას რაიონზე განახორციელეს თავდასხმა, სადაც დაიღუპა 6 სამოქალაქო.

აღმოსავლეთ გუტას რაიონის სამოქალაქო თავდაცვის უფლებამოსილებიდან აჰმედ აბდულლაჰის განცხადებით, რეჟიმის ძალოსნების, დუმას რაიონზე განხორციელებულ თავდასხმაში, ერთი ბავშვის და ერთი ქალის ჩათვლით, დაიღუპა 6, დაიჭრა 4 მოქალაქე.   დაჭრილები გადაიყვანეს საველე საავადმყოფოში. თავდასხმის დროს მატერიალური ზარალი განიცადა მრავალმა სამოსახლომ.

აღმოსავლეთ გუტას რაიონი, სადაც არ არის შუქი და წყალი, 5 წელიწადზე მეტია რეჟიმის ძალების ალყაშია მოქცეული.

იმის გამო, რომ რეჟიმის ძალები უფლებას არ აძლევენ რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას, არასაკმარისი კვების გამო, ადგილი აქვს ბავშვთა სიკვდილიანობებს.

თურქეთმა, რუსეთმა და ირანმა, 3-4 მაისს, ასტანაში გამართულ სხდომაზე, გუტა გამოაცხადეს ოთხ კონფლიქტურ ზონაში. რუსეთმა კი, 22 ივლისს განაცხადა, რომ აღმოსავლეთ გუტაში, ცეცხლის შეწყვეტა ძალაშია. თუმცა, ინტერვალებით, რეჟიმის თავდასხმები ისევ გრძელდება.


საკვანძო სიტყვები: #რეჟიმი , #სირია , #თავდასხმა , #დამასკო

მსგავსი ინფორმაციები