ალიევი და სარქისიანი ერთმანეთს ამჯერად ჟენევაში შეხვდნენ

შეხვედრა ეუთოს მინსკის ჯგუფის ინიციატივით შესდგა

828111
ალიევი და სარქისიანი ერთმანეთს ამჯერად ჟენევაში შეხვდნენ

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანა თავჯდომარეების შუამავლობით და მათი უშუალო მონაწილეობით ჟენევაში მორიგი შეხვედრა გაიმართა აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს, ილჰამ ალიევსა და სერჟ სარქისიანს შორის და ძირითადი ყურადღება სომხეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფი მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებას დაუთმეს.

ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ალიევსა და სარქისიანს შორის ცალკე ორმხრივი პირისპირი შეხვედრაც შესდგა, თუმცა ამ ორივე შეხვედრის დეტალების შესახებ, მხარეებს რაიმე განცხადება არ გაუვრცელებიათ.

ბოლო პირისპირი შეხვედრა ალიევ-სარქისიანს შორის 2016 წლის ივნისში სანკ პეტერბურგში შესდგა



მსგავსი ინფორმაციები