ისრაელი ღაზელ მეთევზეებსაც ავიწროებს

თევზჭერის ზონა 9 მილიდან 6 მილამდე შეამცირა

760677
ისრაელი ღაზელ მეთევზეებსაც ავიწროებს

ისრაელის მხრიდან ალყაშემორტყმული ღაზელი პალესტინელები მეტად რთულ პირობებში აგრძელებენ ყოველდღიურ ცხოვრებას.

თითქოს ეს არ კმაროდეს, ისრაელი მათ ერთ ერთ მთავარ საარსებო წყაროს, “მეთევზეობასაც“ ხელყოფს.

ასე მაგალითად, ტელ ავივის მხრიდან ახლად მიღებული დადგენილებით, ღაზელ მეთევზეებს ივნისის დაწყებიდან მხოლოდ 6 მილის მანძილზე შეუძლიათ თევზის ჭერა, როცა მაისის თვეში ეს მანძილი 9 მილს წარმოადგენდა.

პალესტინური წყაროებით დღეს დღეობით ღაზელ მეთევზეთა რაოდენობა 4 ათას კაცს აჭარბებს, ე.ი. თევზით ირჩენს თავს სულ ცოტა 50 ათასზე მეტი ადამიანი.

ისრაელი პალესტინელი მეთევზეების საწინააღმდეგოდ სხვა აკრძალვებსაც იღებს, რითაც რისკის ქვეშ აქცევს ამ სექტორის მომავალს, როცა ოსლოს შეთანხმებით მეთევზეებს ნადირობა შეუძლიათ 20 მილის მანძილზეც.

ისრაელის კანონების დამრღვევი ღაზელები კი მკაცრად ისჯებიან   



მსგავსი ინფორმაციები