ისრაელმა ღაზა დაბომბა

ამ დაბომბვას რაიმე მსხვერპლი არ მოჰყოლია

759924
ისრაელმა ღაზა დაბომბა

როგორც განაცხადა ისრაელის არმიის პრეს წარმომადგენელმა ოვიჟა ოდრემ, ღაზის სექტორიდან რაკეტები ესროლეს ისრაელის ტერიტორიებს, რის კვალდაკვალ ისრაელის ბომბდამშენებმა ღაზის დასავლეთში და რეფაჰთან მდებარე ჰამასის სამხედრო ფრთის, იზზეტტინ ელ კასსამის პოზიციები და კიდევ ღაზის ცენტრში მდებარე ცარიელი ადგილი დაბომბეს.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ ღაზა ჰამასელების კონტროლ ქვეშაა, ამიტომაც ყველანაირ თავდასხმაზე პასუხისმგებლობაც მათ ეკისრებათ.

ღაზის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისრაელის დაბომბვის შედეგად მხოლოდ მატერიალური ზარალი მიიღეს და მას რაიმე მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ჰამასის პრეს წარმომადგენლის ფევზი ბერჰუმის თქმით კი, ისრაელის ბრალდება ღაზის მხრიდან სარაკეტო ცეცხლის გახსნის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და ეს არის ტელ ავივის მორიგი სახიფათო თამაში  



მსგავსი ინფორმაციები